ნეთანიაჰუ: ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე ორი კვირით დარტყმების შეჩერების შესახებ, თუმცა ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.
„ისრაელი, ასევე, მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის. ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნეთანიაჰუმ, ასევე, დასძინა, რომ ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს როგორც ამერიკისთვის, ასევე, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
1775633460
ახალი ამბებიმთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის...
1775633187
ახალი ამბები„ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9...
1775633106
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას, ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის
„თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეად...
1775632432
ახალი ამბებიპოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბ...
1775631912
ახალი ამბებიპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაც...































