რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს. თუმცა ჩეჩნეთის ლიდერს გამორჩა, რომ თებერვალში წელს 28 დღეა.
თავის ტელეგრამარხზე კადიროვი წერს, რომ სარკისებურ სანქციებს შემოიღებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის ლიდერების წინააღმდეგ, თუ საკუთარ განცხადებებზე უარს არ იტყვიან.
"ამ კომედიის მიუხედავად, დრო მოვიდა შური მკაცრად ვიძიოთ და ზომები უნდა იყოს სარკისებური.
შედარებისთვის ასე უნდა გამოიყურებოდეს - თავის განცხადებებზე უარი უნდა თქვან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა, საგარეო უწყების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იტოვებს უფლებას შემოიღოს შემდეგი სანქციები - დახუროს ჩეჩნეთის ცა მათი თვითმფრინავებისთვის;
გაიყინოს ჯონსონის რუსული აქტივები ჩეჩნეთის ბანკებში;
ემბარგო დაუწესდეს ბრიტანელი ოლიგარქების აქტივებს აჩხოი-მართანში, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი სამაშკახშიც", - წერს კადიროვი.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ისმის სირენების ხმა, თუმცა როგორც უკრაინის სამხედრო ძალები აცხადებენ კიევში სიტუაცია “კონტროლს ქვეშაა”, მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.
სხვა სიახლეები:
🔵 ვებგვერდი, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ამოსაცნობად შექმნა უკრაინამ, რუსეთმა დაბლოკა
🔵 "2022 წლის 28 თებერვალი იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისის თარიღი. დაიმახსოვრეთ" - გიორგი ფხაკაძე
1787644699
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
„ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, ახალგაზრდუ...
1787643802
ახალი ამბებიarmenpress: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს, ასევე, დაკავებულია მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული...
1787642584
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს. „ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარე...
1787640515
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია
სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე...
1787640061
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ცენტრის ცნობით, იმის გასაგებად, მოიპოვა თუ...































