რომის პაპი: ხელისუფლებაში მყოფი პირები კანონებს სათავისოდ იყენებენ, როცა მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როცა მათ ზღუდავს, გაერო ეფექტურობის კრიზისს განიცდის

„არსებობს საფრთხე, რომ გაერო „ფარსად“ გადაიქცეს“, – ამის შესახებ კათოლიკური სამყაროს ლიდერმა, რომის პაპმა ლეო XIV-მ, საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა მრავალმხრივი ჯგუფები თუ ორგანიზაციები კრიზისში იმყოფებიან, რისი მიზეზიც მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.

ამასთან, პაპმა დაგმო მსოფლიო ლიდერები, რომლებიც უპატივცემულოდ ეპყრობიან ორგანიზაციებსა და კანონის უზენაესობას.

„კანონის პატივისცემის ნაცვლად, ხელისუფლებაში მყოფი პირები მას იყენებენ, როდესაც ის მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როდესაც მათ ზღუდავს. გაერო და სხვა მრავალმხრივი ჯგუფები ეფექტურობის კრიზისს განიცდიან. დიალოგი დღეს განიხილება, როგორც მოქმედების დაბრკოლება და არა მშვიდობის რესურსი, რომელიც ერთად უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, რომის პაპი ლეო XIV საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ბოლო 18 წლის მანძილზე, კათოლიკური სამყაროს წინამძღოლის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია საფრანგეთში.

პარიზში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომის პაპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790347888

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. „აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1790347540

ახალი ამბები

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთნ გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთ...

შემადგენლობა ცნობილია

1790347309

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად

„ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მ...

ვახტანგ ცინცაძე

1790346862

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ქუჩის პროტესტზე: საკუთარი არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ და რომელიმე, მაგალითად, 667-ე დღე ჩაატარონ, ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით გორდულაძე ქუჩის პროტესტის არსს აფასებს. „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამავდრო...

არჩილ გორდულაძე

1790346360

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა

„სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლების არაკანონ...

ირაკლი ჭეიშვილი: