ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად
„ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
შუა დერეფნის შესაძლებლობებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება მხოლოდ კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესება, ციფრული დაკავშირებადობის განვითარება და ინფრასტრუქტურისა და სერვისების ჰარმონიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დერეფნის უფრო ეფექტიან, კონკურენტუნარიან და მდგრად სისტემად ჩამოსაყალიბებლად.
ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ამ ძალისხმევას შეუძლია წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და საიმედო ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, ევროპისა და ჩინეთის ბაზრებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ სატრანზიტო მოცულობების გაზრდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მზარდი დაკავშირებადობა გარდაიქმნას მეტ ინვესტიციად, ხელი შეუწყოს პროდუქტიულობისა და დამატებული ღირებულების ზრდას და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მთელ რეგიონში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პანელურ დისკუსიაში ვახტანგ ცინცაძესთან ერთად მონაწილეობდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ჩინეთის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე Kibar Holding-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელი პირები.
1790343537
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში
თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრის ანი წით...
1790343082
საზოგადოება2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს სოფლის მეუ...
1790342684
ახალი ამბები„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის...
1790341935
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გვქონდა იმედი, რომ ევროკავშირში გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების გამომხატველს უწოდებენ და ახალისებენ
„ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან „კორძის“ საკითხზე იმედის გამაცრუებელი პოსტი იყო. გვქონდა იმედი, რომ გაიაზრეს, ნორმალური არ არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობის დედის მაგინებელს გამოხატვის თავისუფლების...
1790341829
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალებს სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან
„პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალებს სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხ...





























