ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სომხეთში 1992 წლიდან იმყოფებიან, ქვეყანას სრულად დატოვებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„მადლობას ვუხდით რუს მესაზღვრეებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს საზღვრებს იცავდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სრულად უნდა ავიღოთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი, ისევე როგორც რუსეთი, სუვერენული ქვეყანაა. „ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა პოლიტიკის განსაზღვრის დროს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

რუსი მესაზღვრეები სომხეთში 1992 წლიდან, თურქეთის და ირანის საზღვარზე, ასევე სხვა ლოკაციებზე იმყოფებიან. 2024 წლიდან ისინი სომხეთიდან ეტაპობრივად გადიან. პირველ ეტაპზე რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი და ზვართნოცის აეროპორტი დატოვეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის სხვადასხვა რაიონიდან რუსი სამხედროების და სამხედრო ობიექტების გაყვანა შეათანხმეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795698613

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1795697746

ახალი ამბები

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზ...

კახა კალაძე

1795697264

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია...

შემოსავლების სამსახური

1795695435

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის „ნაცასპიტები“ აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩი...

გია აბაშიძე

1795694569

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას, ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შესახებ გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,...

შალვა პაპუაშვილი