ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება. 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სექტორი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 9,4%-ს შეადგენს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე" მინისტრის მოადგილემ ისაუბრა როგორც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ისე გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებზე.
„საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ფუნდამენტურ როლს და მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკაში, რასაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) 2025 წლის მონაცემებიც ადასტურებს - ტურიზმიდან მიღებულმა საექსპორტო შემოსავლებმა დაახლოებით 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, ტურიზმის სექტორის წილი გლობალური მშპ-ის თითქმის 10%-ს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით 366 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული მაჩვენებლები მოწმობს ტურიზმის ფუნდამენტურ როლს მოსახლეობის საარსებო წყაროების მხარდაჭერაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურისტული მიმართულებების შემდგომი განვითარებაა, რისი მაგალითიც რაჭის რეგიონში მრავალძალის ახალი, ოთხსეზონიანი მთის კურორტის კონცეფციაზე მიმდინარე სამუშაოა.
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას, როგორც ტურიზმის განვითარების აუცილებელ ელემენტებს“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 300-ზე მეტმა დელეგატმა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, დარგის პროფესიონალებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.
1795695435
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის „ნაცასპიტები“ აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩი...
1795694569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას, ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შესახებ გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,...
1795693288
ახალი ამბებიცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა, მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია - შსს განცხადებას ავრცელებს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხა...
1795692652
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს. მისი თ...
1795691891
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ „ნაცები“ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსების მოკავშირეები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად, დიდი ძალისხმევი...






























