თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
„ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“, - ასე ეხმიანება სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას.
„ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან. სინამდვილეში, ეს არის გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“, გნებავთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამ დიდი და საშიში ძალის სურვილებსა და მიზნებს ახმოვანებს.
თითქოს, ახალს არაფერს ვამბობ, თითქოს, ყველამ კარგად იცის საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მიზანი აქსიომის საზოგადოებისთვის შეხსენება არ არის. ჩემი მიზანია გაჩვენოთ, რომ ეს ძალა არ გაჩერდება, ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, მშვიდად ვარ, რადგან ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკოსი ჰყავსო...
ეს განცდა მეც მუდმივად მაქვს, მაგრამ აუცილებელია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ამ ადამიანს მუდმივად გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, თითოეულმა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ვალდებულება არ არის და ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალკე, გვაკისრია უდიდესი მისია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ოჯახები და შვილები. იმაზე ბევრად უფრო ჯიუტად უნდა დავიცვათ ჩვენი ერი და ქართული ფესვები, ვიდრე 500-მდე ევროპარლამენტარი წელიწადში ორჯერ იმისათვის იკრიბება, რომ რეზოლუცია მიიღოს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მათი პატრონების პოზიცია - რომ არ მოისვენებენ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურას არ მოიყვანენ. ჩვენც არ უნდა მოვისვენოთ და აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს, არ უნდა დავიღალოთ ამ ყოველდღიურ ჭიდილში, თორემ ფეხი თუ დაგვიცდა და არაგონივრული ნაბიჯი გადავდგით, სააკაშვილის რეჟიმი სანატრელი გაგვიხდება...“, - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.
1795699608
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით,...
1795698752
საზოგადოებაკახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას. როგორც დღეს კახა კალა...
1795698613
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1795697746
ახალი ამბებიკახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზ...
1795697264
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია...




























