გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
შეხვედრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1795698613
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1795697746
ახალი ამბებიკახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზ...
1795697264
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია...
1795695435
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის „ნაცასპიტები“ აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩი...
1795694569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას, ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შესახებ გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,...





























