რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მხარი დაუჭირეს საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს.

ეს ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას ნავთობკომპანიებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ყიდულობენ ბენზინს.

გამოცემის ინფორმაციით, იმპორტირებული ბენზინისთვის, რომელსაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ აწარმოებენ, სუბსიდიების ოდენობა განისაზღვრება ინდოეთის ბაზარზე ბენზინის ფასისა და მისი ინდოეთის პორტებიდან ტრანსპორტირების ხარჯების საფუძველზე.ცნობისთვის, ინდოეთი, ჩინეთთან და თურქეთთან ერთად, არის რუსეთის ნავთობის უმსხვილესი მყიდველი. აღნიშნულ სამ ქვეყანაზე რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 98 პროცენტი მოდის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782311193

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ღირსეულად შეაჩერა, რადგან ის პირობები, რომლებიც მას უფლებამოსილების ცნობისთვის წაუყენეს უსამართლო იყო. ამ თემაზე...

ნინო წილოსანი

1782310938

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცა...

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

1782310203

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გარეშე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი

„ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გარეშე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი. როგორც ჩანს, არანაირი გაფართოებას არ აპირებენ. ეს მსჯელობა, დებატე...

ნინო წილოსანი

1782309872

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერა. შპს „ათ“ სხვადასხ...

დავით სონღულაშვილი:

1782307921

ახალი ამბები

ისრაელ კაცი: ისრაელი აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს შეერთებული შტატების მოთხოვნის შემთხვევაშიც არ გაიყვანს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. მისივე თქმით, ისრაელი...

ისრაელ კაცი