რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენი აპარატებით დაარღვია, საპასუხოდ, პოლონურმა მხარემ რუსული დრონების ჩამოგდება დაიწყო

რუსეთმა გვიან ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენი აპარატებით დაარღვია. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპასუხოდ, პოლონურმა მხარემ რუსული დრონების ჩამოგდება დაიწყო. პოლონურმა მხარემ მომხდარს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის აქტი უწოდა.

მოგვიანებით პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ვარშავის საერთაშორისო აეროპორტის დროებითი დახურვის შესახებ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. „პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევასთან დაკავშირებით ოპერაცია გრძელდება. სამხედროებმა სამიზნეების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. მე პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები. უშუალოდ ოპერატიული სარდლობისგან პატაკი ჩავიბარე“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757490407

ახალი ამბები

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც...

დავით კაიკაციშვილი

1757489616

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სხვის ქონებას აზიანებენ, დესტაბილიზაციას აწყობენ, ვანდალურ აქტებს ახორციე...

ზურაბ ქადაგიძე

1757489025

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და...

პროკურატურა

1757488079

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ნ.შ. დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

დააკავა დააკავა

1757488020

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი