"რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება"

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასოდეს მოიხსნება.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა - ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

„ეს ძალზე რთულია.

ამ ოლიგარქებმა მისცეს ვლადიმერ პუტინს იმის გაკეთების უფლება, რასაც ის აკეთებს.

მის ხელებზე სისხლია“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტრასის თქმით, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი დიდ ბრიტანეთში „არასოდეს დაბრუნდება“.

„მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“ - ამბობს ბრიტანელი მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა იმის ფასს იხდის, რომ დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში არ ესმოდა იმ საფრთხის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში იყო ავტორიტარულ რეჟიმთან შეგუების ძალზე ბევრი მაგალითი.

ეს თითქოს ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე კეთდებოდა.

ხოლო უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით.

თავისუფალი სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნავთობის, ელექტროენერგიის, საქონლის დაბალ ფასს და ეს ჩვენი თავისუფლების და უსაფრთხოების ხარჯზე ხდებოდა“ - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ცნობისთვის, რუსეთი 24 თებერვალს რამდენიმე მხრიდან უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანაში სამ კვირაზე მეტია სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. დაღუპულია ათასობით ადამიანი.

სხვა სიახლეები:

🔲 "ომის დაწყებიდან, უკრაინაში დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო პერსონალი დაიღუპა" - უკრაინული მხარე

🔲 "ქვეყნის ომში ჩასაბმელად, საქართველოში რუსი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ლალი მოროშკინა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791545815

ახალი ამბები

Ipsos Public Opinion Institute – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 28%-ს შეადგენს, ფრიდრიხ მერცის ბლოკის რეიტინგი კი 20%-მდე შემცირდა

Der Spiegel-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა 28%-ს შეადგენს, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ბლოკის (CDU/CSU) რეიტინგი კი კიდევ შემცირდა...

Ipsos Public Opinion Institute

1791543713

სპორტი

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს და კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევა...

ილია სულამანიძე

1791542950

საზოგადოება

პატრიარქი: სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ

„იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა,  განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას,  გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლე...

პატრიარქი შიო მესამე

1791542413

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლ-სწორად უნდა ვისაუბროთ და ეს დამცინავი ტონი მიუღებელია

„მაშინ, როდესაც მოკლებული ვართ სიამოვნებას, რომ გვქონდეს საელჩო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასეთი ასამბლეები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791542383

საზოგადოება

გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან, მარტო ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის

გიორგი გამსახურდია, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „აკაცუკებისთვის“ შემაშფოთებელია, როდესაც ამჟამინდელი ომბუდსმ...

გიორგი გამსახურდია