ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთს მოუწოდებს, არ დაუშვას მის ავიაბაზაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების განლაგება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბულგარეთს მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ბეზმერის საჰაერო ბაზაზე დროებით განლაგებას ითვალისწინებს, იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

ბულგარელ კოლეგასთან ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან სატელეფონო საუბრისას არაღჩიმ განაცხადა, რომ სოფიას მიერ აშშ-ის მოთხოვნის დამტკიცება, სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების განლაგების შესახებ, ირანის წინააღმდეგ აგრესიის ხელშეწყობას წარმოადგენს და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი მიუღებელია და ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს.

არაღჩიმ ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინოს კომბოსთან და ხაზი გაუსვა კვიპროსში უცხოური სამხედრო ბაზების ირანის წინააღმდეგ გამოყენების თავიდან აცილების მნიშვნელობას.

ცნობისთვის, ირანმა არაერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებს სამხედრო ოპერაციებისთვის თავიანთი ტერიტორიის გამოყენების უფლებას აძლევენ, რომ ისინი შესაძლოა, „შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ“.

ირანის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბულგარეთის პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა რვა ამერიკული KC-135 ტიპის მფრინავი ტანკერის და 250-მდე პერსონალის დროებით განლაგება ბეზმერის საჰაერო ბაზაზე. სოფიამ განაცხადა, რომ შეტევითი იარაღის განლაგება არ მოხდება და რომ ეს ნაბიჯი ბულგარეთს სამხედრო ოპერაციებში მონაწილე მხარედ არ აქცევს.

კვიპროსი ორ ბრიტანულ სუვერენულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს, მათ შორის სამეფო საჰაერო ძალების ბაზა „აკროტირის“, რომელიც ირანულმა დრონმა მარტის დასაწყისში, ირანთან ისრაელისა და აშშ-ის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, დაბომბა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785421941

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონ...

გურამ მაჭარაშვილი

1785420113

ახალი ამბები

ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცი...

ზღვაში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

1785419880

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზე: მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია პენიტენციურმა სამსახურმა უახლოეს ხანში უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო შემოწმე...

ლევან მაჭავარიანი

1785418986

საზოგადოება

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამე...

კახიანი

1785418090

ახალი ამბები

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველები „ინფო იმერეთთან“ საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრ...

მდინარე წყალწითელა