დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
„ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს, თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ავიაბაზარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და ჩვენს ქვეყანაში 125 მიმართულებით 85 ავიაკომპანია ოპერირებს. ის განმარტავს, რომ ახალი ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას მკაფიოდ ასახავს.
„კლება უკავშირდება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებზეც რეგიონული დაძაბულობა და ავიამიმოსვლის შეზღუდვები პირდაპირ აისახა, რაც უკვე არაერთხელ თქმულა. ეს არის ობიექტური ფაქტორი, რომელიც გლობალურ ტენდენციებსაც სრულად ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა, ხოლო მეორე კვარტალში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა. ამასთანავე, საქართველოს ავიაბაზარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა და ჩვენს ქვეყანაში 125 მიმართულებით 85 ავიაკომპანია ოპერირებს. ბოლო პერიოდში ჩვენს ბაზარზე უმსხვილესი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, მაგალითად, Norwegian, რომელმაც კოპენჰაგენი - თბილისის მიმართულება დაამატა, და China Eastern Airlines, რომელიც შანხაი - თბილისის რეისებს ასრულებს. იცით, ეს რას ნიშნავს? მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი ახალ-ახალი ავიაკომპანიები საქართველოში შემოდიან, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას მკაფიოდ ასახავს. ყველა კარგად ხვდება, რომ მსგავსი დონის კომპანიები ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო ვიზიტორებისა და სტუმრების რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი, საქმიანობას არ დაიწყებენ. ჩვენს ქვეყანაში ტურისტული სექტორის მიმართულებით არსებული მოცემულობა ერთ რამეზე მკაფიოდ მიუთითებს - საქართველოს, როგორც ტურისტული, ეკონომიკური და ბიზნესმიმართულებისადმი საერთაშორისო ინტერესი იზრდება. სწორედ ეს არის რეალური სურათი და საწინააღმდეგოს მტკიცების ისტერიული მცდელობები ამას ვერ შეცვლის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1785426345
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზებზე იერიშების მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს. ამ...
1785424613
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომა...
1785423687
ახალი ამბებიგიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „ხეტაფეში“ განაგრძობს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. „ხეტაფემ ქართველ ნახ...
1785422590
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...
1785421941
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონ...































