უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში ამერიკულ მხარეს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მთავარი წინაპირობა ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინის დელეგაციამ გააჟღერა პოზიცია, რომ რთულია მოლაპარაკებების გამართვა, როდესაც რუსეთი ყოველ ღამე ასობით მოიერიშე დრონს უშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსანდრ ბევზმა Suspilne-სთან საუბრისას აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მთავარი წინაპირობაა.
„როგორც 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ასევე სამუშაო ვერსია, რომელიც არავის უნახავს, შეიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თავდაპირველად გავრცელებული დოკუმენტი - 28-ე პუნქტი - აცხადებდა, რომ როგორც კი მხარეები ამ სამშვიდობო ჩარჩოზე შეთანხმებას მიაღწევენ, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება“, - განაცხადა ბევზმა.
მან ასევე აღწერა ის განმარტებები, რომლებიც უკრაინულმა მხარემ ჟენევაში ამ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა.
„ჩვენთვის ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის იყო პირველი, მე ვიტყოდი, „ნულოვანი პირობა“ სამშვიდობო პროცესის დასაწყებად. რადგან ძალიან რთულია მოლაპარაკება, როდესაც ყოველ ღამე ასობით „შაჰედი“ დაფრინავს და ხალხს კლავს... და სწორედ ამიტომ ვითხოვეთ: მოდით, შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები. რუსები ამას არ დაეთანხმნენ. ამიტომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ჩვენ ამერიკელებს ავუხსენით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამ ჩარჩოზე შეთანხმების შემდეგ, არამედ ის უნდა იყოს სრული და უპირობო, ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და უნდა მოიცავდეს სამხედრო ოპერაციების ყველა ასპექტს, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ბევზმა.
ერმაკის მრჩეველი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც წინ უნდა უძღოდეს მოლაპარაკებებს და ლიდერების შეხვედრას კონკრეტული სამშვიდობო ხელშეკრულების განსახილველად.
1764004272
მსოფლიოტაკერ კარლსონი: რამდენიმე თვის განმავლობაში, Wall Street Journal-ი ინახავდა მასალას, რომელიც დეტალურად აღწერს ანდრიი ერმაკის კორუფციას - მერდოკების ოჯახი იყენებს საკუთარ გაზეთს, რათა გააგრძელოს ომი რუსეთთან
რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზეთი The Wall Street Journal-ი ინახავდა მასალას, რომელიც დეტალურად აღწერს უკრაინის რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი პირის, ანდრიი ერმაკის კორუფციას, - წერს ამერიკელი ჟურნა...
1764001545
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული უპრეცედენტო სამართლებრივი ზეწოლა და შანტაჟი „დიფ სთეითის“ ხელწერაა
ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათ...
1764000557
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში. „...
1763999158
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. შა...
1763996778
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს
გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტე...































