ყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა, ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა.

მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო.

თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე, ქვეყანაში 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ამავე თემაზე:

📍VIDEO: ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები - ყაზახეთის ნაწილში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793082005

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...

გიორგი გვარაკიძე

1793081867

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში

27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი ამინდი

1793081282

მსოფლიო

WELT: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ

გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გა...

გერმანული გამოცემა

1793079999

მსოფლიო

ისრაელში ქნესეთის არჩევნები დაიწყო

ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) 26-ე მოწვევის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე...

არჩევნები დაიწყო

1793077529

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის...

არჩილ გორდულაძე