VIDEO: ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები - ყაზახეთის ნაწილში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

დემონსტრანტები თხევადი ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებენ. პროტესტმა განსაკუთრებულად მწვავე სახე მიიღო ქალაქ ალმატიში.

დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გამოყენებული იყო ასევე ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები. დაკავებულია ათეულობით პირი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას აგრძელებენ, მათ უკვე დაწვეს პოლიციის რამდენიმე მანქანა. დიდ ქალაქებში შეკრებილი დემონსტრანტები შეშას, საკვებსა და წყალს იმარაგებენ. ხელისუფლებამ გაზის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი ამჯერად უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ქალაქ ნურ-სულთანსა და ალმატიში უკვე გამოჩნდნენ სამხედრო მანქანები და ჯარისკაცები. ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს რეგიონში და ალმატიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კასიმ ჯომარტ ტოკაევმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი გაიმართოს.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტ-კავშირი, რამდენიმე სოციალური ქსელი კი დროებით დაიბლოკა.

 

 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? - ბაია პატარაია

🔵თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს (ფოტო)

🔵შუქი 600 ლარი მომივიდა, გაზი 500... ამ ქვეყანაში გაუსაძლისია ცხოვრება… მალე აღარავინ დარჩება, მონების გარდა - მამა პეტრე კოლხი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793085957

ახალი ამბები

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...

გიორგი კახიანი

1793083660

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყე...

თბილისი ცენტრალი

1793082724

ახალი ამბები

ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობ...

დაკავება, პოლიცია

1793082631

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1793082005

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...

გიორგი გვარაკიძე