ჟენევაში უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის, აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების დელეგაციებმა ჟენევაში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა - ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებთან შეხვედრას „ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა. მათ შემდეგ უკრაინული მხარე ამერიკულ დელეგაციას შეხვდება, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ჟენევაშია ჩასული პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.

ჟენევაში, სასტუმრო „ინტერკონტიტენტალში“ მოლაპარაკებები მედიის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763904556

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას

„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტ...

შალვა პაპუაშვილი

1763902539

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ნაცლიბერალური სექტა, გიორგობის ნაცვლად, დღეს ვარდების რევოლუციას აღნიშნავს და მერე გაიკვირვებენ, უსამშობლოები რატომ ვართო

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ლიბერალების გამოხმაურებებს აფასებს და წერს, რომ ისინი გიორგობის ნაცვლად ვარდების რევოლუციას აღნიშნავენ და უკვირთ, უსამშობლოებს რატომ ეძ...

ბაჩო ოდიშარია.  

1763901178

ახალი ამბები

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება ს...

ხანძარი ბათუმში

1763898754

საზოგადოება

ჭეიშვილი: სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში

„გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გა...

თორნიკე ჭეიშვილი

1763896828

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი ევროპის თასის გამარჯვებულია. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული ტურნირის ფინალში ბაჩოშვილმა მექსიკელი ედუარდო საგასტეგი იპონით დაამარცხა. გადამწყვ...

შოთა ბაჩოშვილი