1- ელი აპრილიდან პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს

გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

განკარგულება 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია.

ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. მსოფლიო ბანკის (WorldBank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მდინარე რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე, ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²), რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობასა და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია და ყოველწლიურად დაახლოებით 613.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც დაახლოებით 3.9–5.9 ათასი ტონაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომელიც 2026 წლის 1 აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენას კრძალავს. განკარგულების ამოქმედება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი

1768393107

ახალი ამბები

მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ

„ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილ...

დავით მათიკაშვილი

1768392858

ახალი ამბები

პრემიერი: ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე საკმაოდ წარმატებულნი ვართ, ასევე გაგვაჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრ...

ირაკლი კობახიძე

1768392416

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურ...

პროკურატურა

1768392043

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე