პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით, დაზარალებული დაარწმუნეს, მათთვის დიდი ოდენობის თანხა გადაეცა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდნენ. აღნიშნული გზით თაღლითური ჯგუფის წევრებმა დაზარალებულს 87 000 აშშ დოლარი და 73 400 ლარი გამოართვეს, რაც მოტყუებით მიისაკუთრეს და პირადი მიზნებისთვის, მათ შორის აზარტულ თამაშებში, გამოიყენეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი

1768388536

ახალი ამბები

ნინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს

ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს...

ნინო წილოსანი

1768387614

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მშვიდ რეჟიმში თვალყური ვადევნოთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას

საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ მშვიდ რეჟიმში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილები და პრაგმატულები, რომ შევინარჩუ...

ლევან მაჭავარიანი

1768386685

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში

ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

გიორგი ვოლსკი

1768386272

ახალი ამბები

18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექია...

ამინდია