პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 395.042 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი ქუთაისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768396583

მსოფლიო

ტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია

თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...

დონალდ ტრამპი

1768392416

საზოგადოება

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურ...

პროკურატურა

1768392043

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1768388536

ახალი ამბები

ნინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს

ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს...

ნინო წილოსანი

1768387614

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მშვიდ რეჟიმში თვალყური ვადევნოთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას

საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ მშვიდ რეჟიმში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილები და პრაგმატულები, რომ შევინარჩუ...

ლევან მაჭავარიანი