მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ
„ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ის „პოლიტიკოს“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს.
„ის ძალადობა და ძალმომრეობა, რაც საქართველოზე ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს, სადაც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის ადამიანები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ერთ რამეს მეტყველებს, იყო საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი და ეს არაჯანსაღი ინტერესი გამომდინარეობდა იქიდან, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი პროქსი-ქვეყანა იმისთვის, რომ რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალი შექმნილიყო, ხოლო ქართველი ხალხის ბედ-იღბალი არავის აინტერესებდა, ქართული სახელმწიფოს არსებობა არ არსებობის საკითხი რომ დადგებოდა დღის წესრიგში, არც ეს აღელვებდათ ძალიან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1768396583
მსოფლიოტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია
თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...
1768388536
ახალი ამბებინინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს
ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს...
1768387614
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მშვიდ რეჟიმში თვალყური ვადევნოთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას
საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ მშვიდ რეჟიმში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილები და პრაგმატულები, რომ შევინარჩუ...
1768386685
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში
ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...
1768386272
ახალი ამბები18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექია...





























