პრემიერი: ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებითა და კორუფციის დაბალი დონით, ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფანში
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე საკმაოდ წარმატებულნი ვართ, ასევე გაგვაჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება.
„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ.
ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს.
2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.
ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.
„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით.
ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1768396583
მსოფლიოტრამპი: თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად ძლიერი გახდება, სხვა დანარჩენი მიუღებელია
თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია, - ამის შესახებ ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ამერიკის...
1768388536
ახალი ამბებინინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს
ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს...
1768387614
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მშვიდ რეჟიმში თვალყური ვადევნოთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას
საქართველო აგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ მშვიდ რეჟიმში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილები და პრაგმატულები, რომ შევინარჩუ...
1768386685
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში
ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...
1768386272
ახალი ამბები18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექია...





























