"20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტს პროტესტი იყო მშვიდობიანი" - გიორგი გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში 2019 წლის 20 ივნისსა და 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
გახარიას შეფასებით, ამ ორ პროტესტს შორის უდიდესი განსხვავებაა, რადგან მისი თქმით, 20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი. 20 ივნისის სისიხლიანი მოვენების მთავარი შემოქმედი გერმანულ მედიასთან პოლიციასა და მისი ყოფილი უწყების ამჟამინდელ ქმედბებსაც აკრიტიკებს
ჟურნალისტი: როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, თქვენმა პარტიამ მოიწვია რუსი დეპუტატი პარლამენტში სასაუბროდ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა საქართველოში ქართული საზოგადოების ანტი-რუსული განწყობები. ამ ვიზიტმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი და პოლიციამ რეაგირება მოახდინა გაცილებით უფრო ძალადობრივად, ვიდრე გასულ კვირას. ზოგიერთმა მომიტინგემ მხედველობაც დაკარგა. რით განსხვავდებოდა თქვენი მაშინდელი ქცევა ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, რომელსაც ახლა აკრიტიკებთ.
გახარია: უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და სხვათაშორის პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი. მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შედარდება ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"დავიღუპეთ... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი" - გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
🔵რა გელოდება დღეს? - 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























