2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა

2025 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

2025 წლის ნოემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,059 ერთეულს გაუტოლდა.

 

2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამმუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებმა.

იანვარ-ნოემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა იანვარ-ნოემბერში 8.7%-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767181187

ახალი ამბები

„გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა“ - თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წ...

კახა კალაძე

1767179631

ახალი ამბები

ამიკო ჯანელიძე International Business Times-ის სტატიაზე: ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს

ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება...

ამიკო ჯანელიძე

1767179593

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ქვეყნის ეკონომიკაში 2025 წლის მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დო...

მარიამ ქვრივიშვილი

1767175765

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერმეკ კოშერბაევის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარ...

მაკა ბოჭორიშვილმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

1767173144

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა

„2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართ...

მიხეილ სარჯველაძე