ამიკო ჯანელიძე International Business Times-ის სტატიაზე: ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს
ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება „სთარინგ ჯორჯიას“ სტრატეგიული განვითარების თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე, Starring Georgia-ს შესახებ International Business Times-ის სტატიას.
როგორც ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ეს აღიარება დიდი შრომის შედეგია.
„დღეს განსაკუთრებული დღეა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ონლაინ გამოცემამ - International Business Times UK-მ დაწერა Starring Georgia-ზე. ეს ჩემთვის არ არის უბრალოდ სტატია. ეს ჩემთვის ჩვენი გუნდის შრომის, რწმენისა და დიდი მიზნების საერთაშორისო აღიარებაა.
არტისტების ჩამონათვალი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, მხოლოდ შედეგია. ნამდვილი მიღწევა კი ისაა, რომ საქართველო დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
და ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს მოხდა იმიტომ, რომ არსებობდა გუნდი, რომელმაც ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია და, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი იდეების ეპიცენტრი გახდეს. და რომ კულტურა შეიძლება იყოს ქვეყნის ძალა, ეკონომიკის გამაძლიერებელი და მისი საერთაშორისო სახე.
ეს აღიარება ეკუთვნის მთლიანად საქართველოს, ჩვენს გუნდს, ყველა იმ პარტნიორსა და კომპანიას ვინც ჩვენთან ერთად წერს ამ დიდებულ ისტორიას.
განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს - ადამიანს, რომელმაც 9 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი საქმეს, რომელმაც დღეს ასეთი შედეგი მოგვცა. მადლობა მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად ჩვენთან ერთად იბრძვის ჩვენი იდეების კვალდაკვალ.
ჩვენ ვაგრძელებთ, რადგან ეს დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია!“ - წერს ამიკო ჯანელიძე.
1767175765
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერმეკ კოშერბაევის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარ...
1767173144
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა
„2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართ...
1767170511
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
აშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეო საელჩოს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
1767166884
ახალი ამბებიპოლიციამ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტი გახსნა, ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, დაკავებულია ირანის მოქალაქე
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი, პოლიციის მიერ ამოღებულია 157...
1767165475
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, შსს-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი...































