„გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა“ - თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.
როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„დღეს 31 დეკემბერია. მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით, განახლებული სკვერებითა და ბაღებით, მეტი დახმარებით და გვერდით დგომით ჩვენი თანაქალაქელების მიმართ. თბილისი სამართლიანად ამაყობს თავისი ისტორიით, კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, თუმცა მისი მთავარი ხიბლი და ღირსება აქ მცხოვრები ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის რეალობას. ამდენად, ყველა პროექტი, ყველა რეფორმა, თუ გადაწყვეტილება, რაც გაგვიხორციელებია, ემსახურება თბილისელების კეთილდღეობას, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.
„სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს გასწია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის საფუძველი საიმისოდ, რათა 2026 წელი თბილისისთვის იყოს გაცილებით წარმატებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს. 2026 წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო ჩვენი დედაქალაქისთვის. დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე ნდობისა და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით თქვენ, თბილისელებს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქალაქის ბედი და წლებია თქვენი მხარდაჭერით გვაძლიერებთ. მადლობა მოთმინებისთვის, რაც ყოველი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობით გამოწვეულ დისკომფორტს მოაქვს. ყველა ცვლილება, რომელიც დედაქალაქის სასიკეთოდ განხორციელდა, თქვენი ჩართულობისა და თანადგომის შედეგია.
სწორედ თქვენთან ერთად ვქმნით ქალაქს, სადაც ცხოვრება უკეთესია. ეს არის სიკეთით სავსე ქალაქი, რომელიც საუკუნეებია ვითარდება ადამიანების თანადგომის, შრომისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის შედეგად. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში - თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1767175765
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერმეკ კოშერბაევის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარ...
1767173144
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა
„2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართ...
1767170511
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
აშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეო საელჩოს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
1767166884
ახალი ამბებიპოლიციამ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტი გახსნა, ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, დაკავებულია ირანის მოქალაქე
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი, პოლიციის მიერ ამოღებულია 157...
1767165475
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, შსს-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი...































