მარიამ ქვრივიშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ქვეყნის ეკონომიკაში 2025 წლის მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ისტორიული მოცულობის - 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას, რომელიც თბილისსა და გონიოში უმსხვილესი დეველოპერული პროექტის განვითარებას მოხმარდება, შექმნის დამატებით 24 000 ახალ სამუშაო ადგილს, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 700 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს, რაც, მინისტრის შეფასებით, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
მარიამ ქვრივიშვილმა, ასევე, აღნიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიული პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაცია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ფუნქციას.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეკორდული მონაცემები გვაქვს ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორშიც. ხაზგასასმელია ის რეკორდული, 3.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სფეროდან მიიღო. ასევე რეკორდული იყო მგზავრთნაკადის რაოდენობა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნის უზრუნველყოფით და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოყვანით“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, ძალიან დადებითი მოლოდინებია მომდევნო წელსაც.
„ჩვენი ამბიციაა, რომ 2026 წელი იყოს უკეთესი, ვიდრე გასული წელი, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამასთან, არაერთ ისტორიულ პროექტს დავიწყებთ და გავაგრძელებთ, მათ შორის, დავასრულებთ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, რადგან მიმდინარე წელს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ უშუალოდ სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1767175765
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერმეკ კოშერბაევის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარ...
1767173144
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 1 600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა
„2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართ...
1767170511
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
აშშ-ის საელჩოს გუნდი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეო საელჩოს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
1767166884
ახალი ამბებიპოლიციამ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტი გახსნა, ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, დაკავებულია ირანის მოქალაქე
მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი, პოლიციის მიერ ამოღებულია 157...
1767165475
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, შსს-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი...































