გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით ყალიბდება.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოში ვიზიტის საკითხზე, ადასტურებს, რომ თავად საერთაშორისო ორგანიზაციებიც პოლიტიკური გავლენების ქვეშ იმყოფებიან.
„სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობა ასეთია - ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან. გაერო თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მკვდრადშობილ ორგანიზაციად; ევროკავშირი, შეიძლება ითქვას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, აღარ არსებობს და ნატოც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფუძნებელმა - შეერთებულმა შტატებმა.
სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მსოფლიო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით ყალიბდება და საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი განცხადებები, პრაქტიკულად, აღარაფერს წარმოადგენს.
ეუთო/ოდირთან დაკავშირებით მინიმუმ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები დაიდო, ამბობდნენ, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, თუმცა ამავე დროს უცხოურმა ძალებმა პირდაპირ დაარტყეს ეუთო/ოდირს და მის წარმომადგენლებს იანვარში საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ისეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს, თავად გახდა იმ „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ბულინგის მსხვერპლი, რომლებმაც უთხრეს, საქართველოში ვიზიტით არ ჩასულიყვნენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციისგან რა რეზოლუცია უნდა გაუკვირდეს ქართულ საზოგადოებას, როდესაც ორგანიზაცია, რომელიც შენ უნდა გიცავდეს, თავად გახდა დასაცავი და ჩვენ ვუთხარით - ნუ ჩამოხვალთ, თუ ასეთი ტიპის ზეწოლასა და ბულინგს განიცდით, როგორმე ამასაც გადავიტანთ. დღეს მსოფლიოში დღის წესრიგი, ფაქტობრივად, თავდაყირაა დაყენებული. პროცესები ძალაზეა დამყარებული - ზოგ შემთხვევაში ეს ძალა იარაღია, რასაც რეგიონში მიმდინარე ომებით ვხედავთ, ზოგ შემთხვევაში კი ეკონომიკური დარტყმები და სანქციებია. ყველა შემთხვევაში დიპლომატია გვერდზეა გადადებული და სახელმწიფოებს შორის ბრძოლა ინტერესების გადანაწილებისთვის მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ გამოცხადდა ღიად ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გაუქმებულად და სწორედ ამიტომ არის დღეს ეუთო/ოდირიც ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1783434414
ახალი ამბებიმიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
1783430034
ახალი ამბებიდავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართო, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
„მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მ...
1783429810
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1783429430
საზოგადოებაშიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი
„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...
1783428710
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...


























