დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართო, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება


  „მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ მისგან არ გაჰკვირვებია მსგავსი შეფასებები.

„მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო (შეგნებულად არ ვაზიარებ აქ. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მის გვერდზე შევიდეს და ნახოს. დ. ზ.), სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბოზები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.

არა, მე მისგან არ გამკვირვებია მსგავსი შეფასებები და არც ვეკამათები ხოლმე. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს, და, გარდა ამისა, პატიმარია მაინც, თან აშკარად პოლიტიკური მოტივით დაჭერილი.

არც ის მიკვირს, რომ ბევრი ჩემი ნაცნობ-ნეგობარი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და 2012 წლის ოქტომბერშიც ოცნების კოალიციას აქტიურად უჭერდა მხარს, ასეთ, წესით მისთვისაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ან არ პასუხობს და უყრუებს, ან სულაც ეთანხმება ხოლმე. კი არ მესმის ამას რანაირად ახერხებენ, მაგრამ წლებია უკვე ასე იქცევიან „ქოცი არ გავახაროთ“ პრინციპით.

პლუს ნაცებთან ჩხუბი და მათგან ლანძღვა-გინების მოსმენაც ეზარებათ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა და სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს უახლესი ისტორიის ამ ვერსიას, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც ორი წიგნი წაკითხული აქვს და ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხება, მანამ გარანტირებული გვაქვს კრებსითი ბიძინას მარადიული მეუფება მთელი მისი სამეფო ამალით“, - წერს ზურაბიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783434414

ახალი ამბები

მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

საფოსტო მარკა გაეშვა

1783429430

საზოგადოება

შიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...

შიო მესამე

1783428710

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...

გურამ მაჭარაშვილი

1783427284

ახალი ამბები

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზ...

ძაღლები

1783426732

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ დ...

გურამ მაჭარაშვილი