„ფაშისტურ-ნაცისტურ“ ჯგუფთან კავშირში მყოფ არასრულწლოვანს პროკურატურამ 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1783434414
ახალი ამბებიმიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
1783430034
ახალი ამბებიდავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართო, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
„მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მ...
1783429810
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1783429430
საზოგადოებაშიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი
„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...
1783428710
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...


























