2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს. განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს.
შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
• საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი;
• მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა;
• სწავლის მოტივაციისა და შემეცნების სურვილის გაღვივება;
• პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი;
• ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
• საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება;
• სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურობა;
• ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა;
• სკოლისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი;
• ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობები;
კანდიდატთა მხრიდან განაცხადების წარდგენა შესაძლებელია:
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით;
• ელექტრონულ ფოსტაზე: info@tpdc.ge;
• მატერიალური ფორმით: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ
გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია
და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.
2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნულ დღის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე გამოავლენს და აჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს.
მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება.
1778133970
ახალი ამბებინინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს. „უზ...
1778133799
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერ...
1778131609
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით...
1778130948
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე: მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივ პატივისცემას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” უკრაინულ მხარესთან ბოლოდროინდელ გააქტიურებულ კომუნიკაციაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაი...
1778129101
ახალი ამბებიამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს საელჩოში UFC-...





























