საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა.
თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სკოლის ასაკიდან და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი
ქვეყნის განვითარებაში და ქმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ღონისძიებას ასევე დაესწრო სკოლის დირექტორი ინგა სააკაშვილი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.
საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ ერთი თვის განმავლობაში - 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის VII-X კლასების 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სამდღიანი ინტერაქციული კურსის განმავლობაში შეისწავლეს დემოკრატიული არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს.
პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება, არჩევნების პოპულარიზაცია, არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მიღებული დადებითი გამოცდილებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების ეტაპებისა და შედეგების შეფასების შემდეგ სამომავლოდ პროექტის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ეტაპობრივი დანერგვა იგეგმება.
1778137275
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1990 წელსდაბადებუ...
1778136114
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე გ...
1778133970
ახალი ამბებინინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს. „უზ...
1778133799
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერ...
1778131609
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით...





























