შალვა პაპუაშვილი: მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

„ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დღემდე არ წყდება. მსჯელობის საგანი იყო, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს და რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციამ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამშვიდობო პოლიტიკაში იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მალტა ქართველ ხალხისა და საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია.

„ჩვენს პარლამენტებს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მათ შორის პირადად მალტის პარლამენტის სპიკერსა და ჩემს შორის. ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ-სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ამ ასამბლეის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოვმართოთ და ამ მხრივ მალტამ სრული მხარდაჭერა აღვიქვა.

ზოგადად, მალტა გამოკვეთილი მხარდამჭერია ქართველ ხალხისა და საქართველოსი. ამ მხრივ, მალტის პარლამენტი განსაკუთრებულ თანამშრომლობაშია ჩვენთან. მათი მხრიდან ყოველთვის სურვილი და მზადყოფნაა იმის, რომ რიგ შემთხვევებში, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, რომელიც ცდილობს, რომ დიალოგი დაბლოკოს და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს, მალტის პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა. ამ მხრივ, მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ დიალოგის გამართვას ხელი შეუწყონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778137275

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1990 წელსდაბადებუ...

დაკავებულია ერთი პირი

1778136114

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე გ...

დავით მათიკაშვილი

1778133970

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს. „უზ...

ნინო წილოსანი

1778133799

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერ...

ამინდი, წვიმა

1778131609

ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით...

შალვა პაპუაშვილი