ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.
საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.
სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე, საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება, ან ცვლილება შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.
1778133970
ახალი ამბებინინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს. „უზ...
1778133799
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერ...
1778131609
ახალი ამბებისაქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროშია და მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით...
1778130948
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე: მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივ პატივისცემას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” უკრაინულ მხარესთან ბოლოდროინდელ გააქტიურებულ კომუნიკაციაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაი...
1778129101
ახალი ამბებიამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს საელჩოში UFC-...





























