45 წლის ვალერი ხუციშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა. მისი კვალი ამერიკული ჰოსპიტლიდან იკარგება - რას ამბობენ კლინიკაში?

ამერიკული ჰოსპიტალი თავის მართლების რეჟიმშია. საუბარია 45 წლის პაციენტზე, ვალერი ხუციშვილზე, რომლის კვალიც ამერიკული ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ იკარგება.

კითხვაზე თუ რატომ გაუშვეს მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი კლინიკიდან, სამედიცინო დაწესებულება თავს იმართლებს და აცხადებს, რომ მამაკაცის სრულწლოვანი იყო, ამიტომ მისი გაჩერების ვალდებულება არ ჰქონდათ.

კლინიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ კლინიკიდან ვალერი ხუციშვილის გაწერის დროს პაციენტი თავს კარგად გრძნობდა  და ადექვატურიც იყო.

"დაახლოებით 2 კვირის წინ მომმართა ოფიციალურად საგამოძებო უწყებამ და მოითხოვეს ვიდეოჩანაწერების ამოღება. მდგომარეობა იყო სტაბილური აბსოლუტურად, ის იყო ნათელ ცნობიერებაზე ანუ მისი ცნობიერება იყო ნათელი და ადექვატური და ჰალუცინიაციის მომენტი, კლინიკური შემთხვევა მისი წოლის პერიოდში ემერჯენსში არ დაფიქსირებულა. შემოსვლისას მას ჰქონდა თვაის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება, რაც ტიპიურია სპირტის ინტოქსიკაციის შემთხვევაში. სრულწლოვანი პაციენტი, მითუმეტეს 42 წლის მამაკაცი, რომელიც არის ნათელ ცნობიერებაზე, მას აქვს უფლება, ნებიმისერ მომენტში, არა მარტო მკურნალობის მომენტში, არა მარტო მკურნალობის დასრულებისას, იქამდეც,  დატოვოს კლინიკა საკუთარი სურვილით. არ გვაქვს ვალდებულება კანონით დავუკავშრდეთ ოჯახის წევრებს და მოვითხოვოთ მათთნა ერთად გაწერა", - ამბობს ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი.
ამასთან, ამერიკული ჰოსპიტალი პოლიციას გულგრილობაში ამხელს. ირკვევა, რომ თვენახევრის წინ დაკარგული კაცის ძებნა შსს-მ მხოლოდ ორი კვირის წინ დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ოჯახმა უწყებაში განაცხადი 17 ივლისს შეიტანა, სამართალდამცველებმა კლინიკას პირველად სწორედ 14 დღის წინ მიმართეს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოსთხოვეს.

45 წლის ვალერი ხუციშვილი 15 ივნისს გაუჩინარდა. მისი კვალი ამერიკული ჰოსპიტლიდან იკარგება. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, კლინიკინდა ოჯახის ინფორმირების გარეშე გაუშვეს.

საქმეში არსებული კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 45 წლის კაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ლაშქრობის დროს, 6 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად მოკლეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

🔵ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში, ხანძრისგან დაშავებულთა ან დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

🔵რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა... - რას წერს, გია ხუხაშვილი?

წყარო:ტვ პირველი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793264779

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩ...

პროკურატურა

1793262796

ახალი ამბები

დავით კიკნაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუ...

დავით კიკნაძე

1793261291

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ მოვაჭრეების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის - მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობა სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ

მოვაჭრეებს, რომლებიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება სავაჭრო სივრცეებში ექნებათ. გარევაჭრობის აღკვეთისა და უნებართვო კონსტრუქცი...

კახა კალაძე

1793260379

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე...

კახა კალაძე

1793260187

საზოგადოება

გიორგი კახიანი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთიანი ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის - სწორედ ამ ნიშნით გვაქვს მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაიმეს დასაბუთებულად წარმოუდგენენ დღეს ისინი სასამართლოს ჩვენი საჩივრის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეგეთი არგუმენტები არც არსებობს და ვერც წარმოადგენენ“, -...

კახიანი