68 წლის კაცზე, ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს, მათ შორის, არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდათ - შემთხვევა ყვარელში მოხდა
ყვარლის ტყეში 68 წლის კაცის ძარცვისა და ძალადობის ბრალდებით, 2 პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა და ასევე, ერთმა არასრულწლოვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რის შემდეგაც მას თანხა გასტაცეს. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელება), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო) წარედგინათ.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - წერს პროკურატურა. შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, როგორ სცემდნენ ასაკოვან კაცს ახალგაზრები. ცემის გარდა ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობასაც. ისმოდა ხმაც, როგორ ითხოვდა მოხუცი შველას. მაშინ ეს კადრები სოციალურ ქსელში თავად მოძალადეებმა გაავრცელეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ 9 დეკემბერს ევროს და დოლარს?
1782375201
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით
„მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტი...
1782375092
ახალი ამბებისოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
პარლამენტში გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წეს...
1782375006
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები
ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკი...
1782373923
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გ...
1782373847
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ერთმანეთს უთხრიან ძირს, არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ
„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნო...































