შინაგან საქმეთა სამინისტრო: პოლიციის თანამშრომლებმა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.
გ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების
მობილიზება.
შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1771778872
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართა
„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნე...
1771777257
მსოფლიოგრენლანდიამ ტრამპის მიერ გაგზავნილ სამედიცინო გემზე უარი განაცხადა
დანიისა და არქტიკის ტერიტორიის ლიდერები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ ადგილობრივი მთავრობა კუნძულის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. „არა, გმადლობ!“, - ასე უპასუხეს მათ დონალდ ტრამპი...
1771774699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმი...
1771771930
ახალი ამბებისაქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს. ზამ...
1771771252
ახალი ამბებისაქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარც...































