ლევან მაჭავარიანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე: ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში

„ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის ჩვენი შეხედულებები [ვაშინგტონთან] არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაზე საუბრისას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ეხება.

მისივე თქმით, გაცილებით სხვა წონა აქვს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს.

„ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრობლემას პირისპირ დავჯახებივართ. კარგი მაგალითია ვენეციის კომისია - არამარტო ის, ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. გაცილებით სხვა წონაა, როდესაც ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან სასიამოვნოა, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში არის არამხოლოდ ღირებულებებით ნაწილში ჩვენი შეხედულებები, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. ერთი ერთში იმეორებს ამერიკის შეერთებული შტატები იმ გზავნილებს, რაც ჩვენგან ჟღერდებოდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771781398

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს. „ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასე...

მიხეილ სარჯველაძე

1771778872

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართა

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნე...

აა

1771777257

მსოფლიო

გრენლანდიამ ტრამპის მიერ გაგზავნილ სამედიცინო გემზე უარი განაცხადა

დანიისა და არქტიკის ტერიტორიის ლიდერები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ ადგილობრივი მთავრობა კუნძულის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. „არა, გმადლობ!“, - ასე უპასუხეს მათ დონალდ ტრამპი...

ტრამპიტრამპი

1771774699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმი...

 ირაკლი კობახიძე

1771771930

ახალი ამბები

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ფიგურული ციგურაობის გალაღონისძიებაში მონაწილეობდნენ

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს. ზამ...

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები