ალექსანდრე დარახველიძე: შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა

„დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი - თ.თ, ნ.ს., ლ.მ., გ.გ., ვ.მ., ს.ხ., მ.კ., შ.ჩ., ლ.ჩ., ლ.ჯ., ვ.ს., გ.ყ., დ.გ. და ლ.ნ. დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.

შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“, - განაცხადა დარახველიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760874284

ახალი ამბები

ნათია თურნავა: სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

 აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკ...

ნათია თურნავა

1760871098

ახალი ამბები

წვიმა, ელჭექი და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 გარემოს ეროვნული სააგენტო, 20 ოქტომბერს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგ...

წვიმიანი ამინდი

1760869539

ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

 გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია გერმანიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „რამდენიმე თვის...

გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

1760866975

ახალი ამბები

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

 მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი, პარიზის ლუვრი ქურდობის გამო დაიხურა. ინფორმაციას საფრანგეთის კულტურის მინისტრი რაჩიდა დატი ავრცელებს. მინისტრს არ დაუზუსტებია რა მოიპარეს მუზეუმიდან, თუმ...

ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

1760865056

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი პეტერ ფიშერზე: მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა და სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას

 „გარდა იმისა, რომ მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა, ის, ასევე, არღვევს პირველ რიგში, ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერები...

მარიამ ლაშხ ი