გიორგი ვოლსკი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ბოროტ საქმიანობაში

ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე საუბრისას.
ვოლსკის თქმით, ამის უკან დგას სერიოზული პოლიტიკური ამოცანა, მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ უკავშირდება იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა.
„ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში. ამის უკან დევს სერიოზული პოლიტიკური ამოცანა, მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ უკავშირდება იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ხალხის მიერ, ვინც ამ განცხადებების გამკეთებლების მხრიდან დღეს არის მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ“.
ანიტა ჰიპერმა განაცხადა: „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული“.
1760798985
საზოგადოებაზუკა რურუა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი სა...
1760796396
საზოგადოებაზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის
ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანი...
1760793560
საზოგადოებასუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე: ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები
სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას...
1760791082
საზოგადოებასაქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შ...
1760788869
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობაზე გერმანიის პარლამენტი...