ზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის

 ყველამ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და ასევე 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ რა მოწოდებები ჟღერდებოდა როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან, ასევე მათთან დაახლოებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ რაღაც ჯგუფების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.

მისივე თქმით, მოწოდებები იყოს ხელისუფლების დამხობისკენ, იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა უკვე ამის წინააღმდეგ მიდის, ზოგი დემონსტრანტიც იმიტომ, რომ შეეშინდათ და პროცესებს გაემიჯნენ. ვნახეთ ბევრის ასეთი ქცევა.

რაც მთავარია გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და ეს ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. ჩვენ ვნახეთ ბევრი ვიდეოკამერით გადაღებული მოკლე და პატარა ინციდენტები, თუ როგორ ესხმიან თავს შსს-ს თანამშრომლებს ხელკეტებით. როგორ მიდის ძალადობა მათ წინააღმდეგ. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან ეფექტურად მოქმედებს შსს ამ მხრივ და ეს აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რათა არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760786285

საზოგადოება

თბილისის მერია: რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი“...

თბილისის მერია

1760783667

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: თუ კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და არის ინდიკატორი პრინციპისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს

ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ყოფილი მაღალჩინო...

გიორგი ვოლსკი

1760780999

საზოგადოება

ნათია თურნავა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ინდოეთის ს...

ნათია თურნავა

1760778287

საზოგადოება

ლევან ჭოტორლიშვილი: 11-წლიანი სკოლა დავამთავრე, ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა - დამატებულმა მეთორმეტე წელიწადმა მიღებული ცოდნის მაჩვენებლები არ გაზარდა

მე 11-წლიანი სკოლა დავამთავრე. ჩემს თაობას არ ჰქონდა წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების პრობლემა. დღეს საერთაშორისო გამოკითხვები და ტესტები ადასტურებს, რომ 12-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველ...

ლევან ჭოტორლიშვილ

1760776980

საზოგადოება

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკუ...

პროკურატურა