ნათია თურნავა: სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.
„საუბრები გვქონდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას.
იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა.
დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება. ასევე იცით, რომ სსფ-სთან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც, ასევე, პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-სინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.
აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.
1760865056
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი პეტერ ფიშერზე: მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა და სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას
„გარდა იმისა, რომ მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა, ის, ასევე, არღვევს პირველ რიგში, ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერები...
1760862613
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - დაკავებულია 2 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით...
1760860965
ახალი ამბებისასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთის...
1760859416
ახალი ამბებიაჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპ...
1760820381
მსოფლიოარარატ მირზოიანი: სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შეტანის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გაწევრიანება ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სომეხმა მინისტრმა ამის შესახებ...