შვედეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას „საომარ რეჟიმზე“ გადასვლისკენ მოუწოდებს

 შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ჰიბრიდული ოპერაციების გაძლიერება ევროპული სახელმწიფოებისგან გადამწყვეტ რეაგირებას და შესაძლო ომისთვის მომზადებას მოითხოვს.

მისი თქმით, ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, „ჩვენ ფსიქოლოგიურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც უნდა მოვემზადოთ“.

„აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლა: ჩვენ უნდა გადავიდეთ საომარ რეჟიმში, რათა მტკიცედ შევაჩეროთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთი მუდმივად გამოცდის ჩვენს ერთიანობას და ჩვენს სიმტკიცეს, მაგრამ პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - დასძინა მან.

შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო სივრცეში დრონებისა და თვითმფრინავების შეჭრის ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა აჩვენა: „რუსეთი მზადაა პოლიტიკური და სამხედრო რისკების აღებისთვის და ჰიბრიდული ოპერაციების გასააქტიურებლად“.

„ჩვენ უნდა გადავდგათ ახალი სამხედრო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან ესკალაციის წინააღმდეგ - იქნება ეს ჰიბრიდული ოპერაციების თუ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

სხვა საკითხებთან ერთად, მისი აზრით, რუსეთისთვის ნათლად უნდა იყოს ცნობილი, რომ ნებისმიერ პროვოკაციას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

„რუსეთმა უნდა იცოდეს: თუ მტრის სამხედრო ხომალდი ან საბრძოლო თვითმფრინავი შემოვა ჩვენს საჰაერო სივრცეში ან წყლებში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩამოვაგდოთ ისინი“, - დასძინა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760898478

ახალი ამბები

ავარია თელავში - დაშავებულია 15 წლის მოზარდი

 თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხოდაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა. ერთმანეთს, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი...

პოლიციაპოლიცია

1760880562

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი პეტერ ფიშერის გაწვევაზე: დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანია ობიექტურად გამოიძიებს ყველა ამ გარემოებას და შესაბამისი სამართლიანი პოზიცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით

 ძალიან დიდი ალბათობით ეს უკავშირდება იმ კითხვებს, რომელიც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დასვა ხელისუფლების მიმართ და ასევე ევროპარლამენტარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, - განაცხადა...

ეკა სეფიაშვილი

1760877714

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი „ოცნებასო“ - სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს

 მოკლედ, ასეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი გ...

გიორგი გამსახურდია

1760874284

ახალი ამბები

ნათია თურნავა: სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

 აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკ...

ნათია თურნავა

1760871098

ახალი ამბები

წვიმა, ელჭექი და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 გარემოს ეროვნული სააგენტო, 20 ოქტომბერს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგ...

წვიმიანი ამინდი