ზუკა რურუა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი საკითხი დადგა დღის წესრიგში.

მისივე თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი საკითხი დადგა ჩვენს დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, აუცილებელია, ითქვას, რომ ვერანაირი თანამდებობა ინდულგენცია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. მთავარია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და ემოციურია, რომ დღის წესრიგში დადგა ასეთი ფაქტი. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ სასამართლო პროცესებს“, - აღნიშნა რურუამ.

მისივე თქმით, პრემიერმა წელიწად-ნახევრის წინ გამოაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იქნება.

„ამიტომ, ნელ-ნელა, თანმიმდევრობით, ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ძალოვანი უწყებები, როგორც შსს, ასევე სუს-ი როგორ მოქმედებენ, ანტიკორუფციული სააგენტო, როგორ დაუღალავად შრომობს და იძიებს იმ საქმეებს, რაც დაკავშირებულია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან და ამ ბოლო პერიოდში რამდენი ადამიანია დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს სიმყარისთვის და იმისთვის, რა პრეტენზიაც გვაქვს ჩვენ მომავალში, რომ გავხდეთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა რურუამ.

ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებით სუს-ში დღეს მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ითქვა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760791082

საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შ...

საქალაქო სასამართლო

1760788869

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობაზე გერმანიის პარლამენტი...

ირაკლი ქადაგიშვილ

1760786285

საზოგადოება

თბილისის მერია: რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი“...

თბილისის მერია

1760783667

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: თუ კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და არის ინდიკატორი პრინციპისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს

ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ყოფილი მაღალჩინო...

გიორგი ვოლსკი

1760780999

საზოგადოება

ნათია თურნავა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს სანჯაი მალჰოტრას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ინდოეთის ს...

ნათია თურნავა