თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე”: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნული ინტერესების დაცვისთვის

„10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში გამოქვეყნდა, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ისჯება.

„ანგარიში პირდაპირ ამბობს: საქართველო ისჯება იმისთვის, რომ იცავს ეროვნულ ინტერესებს.

ეს არ არის „დემოკრატიის შეფასება“ , ეს არის სისტემური ტყუილი, რომლის მიზანია ქვეყნის შიდა სტაბილურობის რღვევა.

ყველაზე მკვეთრი პარადოქსი ანგარიშში გამჭვირვალობის თემას ეხება.

ეუთო და მისი „ექსპერტები“ წლების განმავლობაში გვირჩევენ „გამჭვირვალობას“, მაგრამ როგორც კი საქართველომ მიიღო „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი (რომელიც სწორედ გამჭვირვალობას მოითხოვს), იგივე ინსტიტუტი მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.

ანუ: „გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ შენთვის არა“.

ეს არის, არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ პირდაპირი აღიარება, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა გამჭვირვალობა, არამედ კონტროლი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე.

კიდევ უფრო უცნაურია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებული დასკვნა.

ანგარიში მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.

რა არის პრობლემა? ის, რომ საქართველო ცდილობს დაიცვას ბავშვები პროპაგანდისგან? რომ ქვეყანა არ უშვებს გენდერული იდეოლოგიის იმპორტს სკოლებში?

ეს კანონი არავის უფლებებს არ ზღუდავს, ის იცავს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვნებს დამაზიანებელი ზეგავლენისაგან.

მაგრამ ანგარიშის ავტორებისთვის ეს „ადამიანის უფლებების დარღვევაა“.

რატომ? იმიტომ რომ მათთვის „უფლებები“ ნიშნავს მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას, ლიბერალურ-გლობალისტურ იდეოლოგიას.

რეალური მიზანი კი სრულიად სხვაა.

ეს ანგარიში არის კლასიკური „ფერადი რევოლუციის“ პრელუდია:

ოპოზიციის მორალური მხარდაჭერა;

ქუჩაში „ტემპერატურის“ აწევა;

საერთაშორისო ზეწოლის შექმნა, რათა ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.

საქართველოში 2024–2025 წლების გამოცდილებამ ნათლად აჩვენა: ქართველი ხალხი აღარ არის ის „ბრმა მასა“, რომელიც ყველაფერს იღებს, რაც „ევროპული“ იარლიყით მოდის.

ხალხი კარგად ხედავს, ვინ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ვინ ცდილობს მის გაყიდვას უცხოურ დღის წესრიგზე.

გამჭვირვალობის კანონის მხარდაჭერის დონე, ოჯახური ღირებულებების დაცვის მხარდაჭერის დონე და საერთო ანტი-გლობალისტური განწყობა საზოგადოებაში იმდენად მაღალია, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ვერ შეცვლის ამ რეალობას.

ქართულ სახელმწიფოს, გარე აქტორების მიერ შემოთავაზებულ, ჩვენთვის დამაზიანებელ მანიპულაციებზე, აქვს პასუხი და ეს პასუხია - არა!

უშედეგოა, გარე აქტორების მიერ ხელოვნური პოლიტიკური რყევები, ჩვენი ზნეობრივი და რელიგიური დოგმების მორღვევის მცდელობა და აღარ გამოდის საქართველოს, როგორც მუდამ დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ თითის ქნევა.

ხალხი აღარ ენდობა და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ აძლევს მათ, ვინც, „დემოკრატიის“ სახელით ცდილობს ქართული სახელმწიფოს განადგურებას“, - წერს მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773330589

ახალი ამბები

აიათოლა მოჯტაბა ხამენეი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები უნდა დაიხუროს

აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი საჯარო მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა. აიათოლას განცხადებაშია აღნიშნულია, რეგიონში არსებული შეერთებული შტატების ბაზები უნდა დაიხუროს. ამასთან...

აიათოლა მოჯტაბა ხამენეი

1773329791

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: „ეუთო ოდირი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც ნაწილობრივ მაინც, ჯერ კიდევ სიმართლის მხარესაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან ეხმაურება „ეუთო ოდირის“ დასკვნას. ის იხსენებს ორგანიზაციის მიერ წარსულში გაკეთებულ შეფასებებსაც და ამბობს, რომ „ეუთო ოდირი“, სხვა საერთაშორისო...

გურამ მაჭარაშვილი

1773327513

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას და არც მიმდინარე პროცესებზე ფლობს ინფორმაციას - ისინი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებენ

ევროპარლამენტარების განცხადებებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის...

გურამ მაჭარაშვილი

1773326348

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ, ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ

„ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ...

არჩილ გორდულაძე

1773326046

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს

ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა". დეპუტა...

არჩილ გორდულაძე