„არანაირ დათმობაზე არ წავალთ“ - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი აღადგინოს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით „არანაირ დათმობაზე“ არ წავა.

პრესკონფერენციის დროს პარტია „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, მილსადენის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით „თავისი დაპირება შეასრულოს“. მისი თქმით, მილსადენის მუშაობა შესაძლოა, უახლოეს დღეებში აღდგეს.

თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ ნავთობსადენის განბლოკვასთან დაკავშირებით უნგრეთი არ „დააშანტაჟოს“.

„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და არ გირჩევდით - ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ევროპელი ლიდერები ასევე არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, - განაცხადა მადიარმა.

მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშმის დროს მოთხოვნების წაყენებას შეადარა.

„ეს იგივეა, რომ ვინმე ვახშამზე მიიწვიონ, წავიდეს და შემდეგ შანტაჟი დაიწყოს: თუ ლეჩო [უნგრული ბოსტნეულის წვნიანი] არ არის, ან თუ საშუალო ცეცხლზე გამომცხვარი არ არის, მაშინ ამას და იმას გავაკეთებ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და ასე მოქცევას არ გირჩევდით“, - დასძინა მადიარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776694658

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია

ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქ...

ალუდა ღუდუშაური

1776694429

ახალი ამბები

ლიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე

მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკ...

ვარლამ ლიპარტელიანი

1776692201

ახალი ამბები

მაჭავარიანი დებატების შესახებ: წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი

„წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერ...

ლევან მაჭავარიანი

1776690801

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ბიზნესი

1776689726

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: არავის ვუსურვებ, თავში აზრად მოუვიდეს, რომ ისევ რევოლუციური სცენარებით შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნურავინ ეცდება რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოსვლას. გიორგი კახიანმა უპასუხა შეკითხვას გავ...

გიორგი კახიანი