ანდრია ჯაღმაიძე – „დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაციის პროცესში“
რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს.
„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ, რაიმე კონკრეტულ თარიღს და ამისთვის სამზადისის დაწყებას, ასეთი რამე არ ყოფილ. თუმცა, ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯის ადამიანი. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ფაქტია ეს. ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ და არ მივესალმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო საუბრის მთავარი თემა რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას შეეხებოდა.
„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისგან წამოიჭრა და იყო ამ საუბრის მთავარი ღერძი გახლდათ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის, რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია და მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა, თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში, მათი წინაპრების საფლავებზე. ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემები ბევრია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
1790937851
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება
„საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირები...
1790936902
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოე...
1790935996
ახალი ამბებითბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა
ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულ...
1790934636
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში
არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის...
1790934390
ახალი ამბები3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელი...































