ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან საუბრისას.

ის ასე გამოეხმაურა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრებას.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ იცის საქართველოს მზადყოფნა ახალი პარტნიორობის დაწყებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ჩამოსული იყო და ძალიან კარგი შეხვედრები შედგა. რაც მთავარია, ამერიკულმა მხარემ ახალი პარტნიორობის დაწყებასთან, რეალურ პარტნიორობასა და მეგობრობასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნის შესახებ იცის. ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ, დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ გზამკვლევში, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790934636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის...

ლევან მაჭავარიანი

1790934390

ახალი ამბები

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელი...

 არჩევნები

1790933421

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს

„მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლე...

თამთა

1790933181

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელზე: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული - ეს ციფრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე

„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონა...

ნიკოლოზ მეტრეველი

1790932584

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის...

ირაკლი ჩიქოვანი