თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულების დირექტორმა ჰაისუნ ჩოიმ გახსნეს.

თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად ცვლის სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესებს.

მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რაც ტექნოლოგიურ განვითარებას ადამიანის უფლებების დაცვასთან, გამჭვირვალობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომასთან დააბალანსებს.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ციფრული თანამშრომლობის ცენტრი ამ მიმართულების გაძლიერების მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ღონისძიება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სამთავრობო დონეზე თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანია საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების განხილვა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხები საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო სანდო ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც უსაფრთხო და მასშტაბური, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სახელმწიფო სერვისების შექმნის საფუძველია. მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულების, შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულირების საკითხებზე; გამოკვეთეს ერთობლივი ინიციატივები.

ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790932584

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის...

ირაკლი ჩიქოვანი

1790931282

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს...

საქართველოს პრეზიდენტი

1790930226

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

„ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე აფიქსირებს, რომ...

შალვა პაპუაშვილი

1790930179

ახალი ამბები

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭ...

გია აბაშიძე

1790929656

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე - ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში

„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედი...

მიხეილ სარჯველაძე