ილია მეორე: ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა, მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს.

„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა!

მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.

მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა.

ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ... თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით...

ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755958423

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.   მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ან...

მამუკა მდინარაძე

1755957856

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნუ...

ანრი ოხანაშვილი

1755957163

ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზი...

ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

1755952659

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ის ფლანგი, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას მიღებას, არის უსუსტესი, არჩევნებზე ოპოზიციას ფიასკო ელის

„რუსეთთან რადიკალების კავშირი არ არის ახალი ამბავი ჩვენთვის. ჩვენ გვახსოვს ელენე ხოშტარიას რუბლები, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოედინება. ასევე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუკი ასეთ კავშირებ...

დავით მათიკაშვილი

1755950603

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი კუპრაძის „ტროლებზე“: მოქმედება ასეთი ყალბი ექაუნთების შექმნით, ყალბი ნარატივების გავრცელებით, მათი პატრონების სახელმძღვანელოებში დეტალურად არის აღწერილი

„მოქმედება ასეთი ყალბი ექაუნთების შექმნით, ყალბი ნარატივების გავრცელებით, მათი პატრონების სახელმძღვანელოებში დეტალურად არის აღწერილი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გავრცე...

თენგიზ შარმანაშვილი